LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

28

ავღანეთში, ქალაქ ნავაში, აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

გარდაცვლილთა შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან.

„როიტერსის“ ცნობით, სისხლიანი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 40 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები