“სოფელ ოკამთან, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ ყანაში პურის ყანის ნაწვერალი დაწვა, ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქვრალია”, – ამის შესახებ სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ლედი ოქროპირიძემ “ფორტუნას” განუცხადა.
ოქროპირიძის ინფორმაციით, ყანის მეპატრონემ თავად დაურეკა უწყებას და შეატყობინა, რომ ყანის ნაწვერალის დაწვას აპირებდა. ადგილობრივების თქმით, ნაწვერალს დღისით სპეციალურად წვავდნენ, რათა მერე ხელოვნურად, ან ღამის საათებში ცეცხლი არ გაჩენილიყო.
ლედი ოქროპირიძის თქმით, პრევენციის მიზნით ადგილზე მობილიზებულ იყო სამაშველო ბრიგადაც.
ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქვრალია.