LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა: სესიაშვილი

100
BeFunky-collage

დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და  შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით ათი თავით მაღლა დგას წინა ხელისუფლების პოლიციურ სისტემაზე, რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, სესიაშვილის განცხადებით, დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დაიჭერს.

“ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც, არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს” – დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

“ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ.

გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტები 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვიდეო: თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს

აკავებენ არასრულწლოვნებს, მერე ათავისუფლებენ, ეს არის წახალისება: ზვიად ციკოლია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები