“ფეისბუქ”-გვერდი homeis.ge მომხმარებლებს საინტერესო კონტენტით ანებივრებს დიზაინის მიმართულებით. ამჯერად მათ შემოგვთავაზეს ქიქოძის 10-ში მდებარე ერთ-ერთი სახლის ფოტოები, სადაც თვალისმომჭრელ სილამაზეს იხილავთ.
ეს სახლი, იქ მაცხოვრებლების თქმით, სომეხ ვაჭარ ქალბატონს აუშენებია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეში, შემდეგ კი თავად სხვაგან გადასულა საცხოვრებლად, ამ სახლში კი ირანის საელჩო ფუნქციონირებდა.
ფოტოები: ლევან გიორგაძე