ქსპერტი გიორგი გობრონიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას ეხმაურება და წერს:
,,ტერორიზმი პოლიტიკური ძალადობის ფორმა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რაც ზუგდიდში არ მომხდარა. შესაბამისად, ბანკში ჩადენილი ყაჩაღობა არ შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტულ აქტად. არ არსებობს “კეთილი” ყაჩაღი და არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს, კონდიციონერი ჩაურთო, თუ ტორტი გამოუცხო და ტერფების მასაჟი შესთავაზა. ადამიანი, რომელიც სხვის თავისუფლებას ზღუდავს და სხვათა სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ, ბოროტმოქმედია. იმედია, მთლად ის არ უქნიათ სამართალდამცავებს, რაც ასე ერთი შეხედვით ჩანს და მალე დადებენ შედეგს.ზოგიერთი მედია საშუალების მეურვეს, მისი შეფასებებიდან გამომდინარე თავად სჭირდება მეურვე, ან მზრუნველი. ყველაფერზე პოლიტიკური ქულის წერა არ შეიძლება”.