Pegasus Airlines-ის სტამბოლი–თბილისი–სტამბოლის საჰაერო მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისების ნოემბრის განრიგი უკვე ცნობილია. დამატებითი ფრენები 1,5,8,12,15,19 და 26 ნოემბერს შედგება.
ყველა რეისი არის გამყვანი და Pegasus Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს. მგზავრებს შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბოლის გავლით, მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.
თბილისი – სტამბოლი 88.49 ევროდან,
თბილისი – ევროპის ქალაქები 148.48 ევროდან.