“ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.
“რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების და საარჩევნო კომისიებში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს ორმოცდამეათე დღე, ანუ პირველი სექტემბერი.
“ცესკომ ასევე ზუსტად, კანონზე დაყრდნობით, განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა – ერთი პროცენტი. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისაგან,“ – განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.