ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, ბიონსემ წლის დასაწყისში სპორტულ გიგანტთან, „ადიდასთან“ კოლაბორაცია შემოგვთავაზა. მან ახალი სპორტული ფეხსაცმელი, Superstar Platform გამოუშვა. ფეხსაცმელი ბრენდის ხაზის, Superstar 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, გაყიდვაში კი 18 სექტემბერს ჩაეშვა, მისი ღირებულება 200 აშშ დოლარს შეადგენს.
ახლა კი 39 წლის ვარსკვლავმა ტანისამოსის საკუთარი ხაზის ახალი კოლექცია წარადგინა. „ადიდასთან“ კოლაბორაციული კოლექცია გაყიდვაში 30 ოქტომბრიდან ჩაეშვება.
აღსანიშნავია, რომ Ivy Park x Adidas-ში ძირითადად სპორტული სტილის, კომფორტული მოდელები ჭარბობს, კოლექციაში მკვეთრი და ნათელი ფერებია წარმოდგენილი.