LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის უფროსმა მძევალი ჩაანაცვლა

1744
BeFunky-collage (12)

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. ეს ტელეკომპანია “იმედის” კადრებში ჩანს. ჟურნალისტი ყვება, რომ თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა, ხოლო რამდენიმე მძევალს ხელბორკილი ედო და თავდამსხმელი მათ ფარად იყენებდა.

გავრცელებული ვერსიით, სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ხელყუმბარით ხელში დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გალდავა მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალდავა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.

იქამდე, ერთერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “სამი კაცის გარდა, ყველა გამოგვიშვეს.

“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წამომადგენელმა ფული მოიტანა…”- რას წერს ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთი მძევალი იყო

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები