LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ზუგდიდში – განახლებადი ინფორმაცია

213
BeFunky-collage (2)

23:10

გავრცელებული ვერსიით, სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ხელყუმბარით ხელში დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გალდავა მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალდავა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

22:19

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

22:15

ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღის განმავლობაში მედიას ეკონტაქტებოდა სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა და მძარცველთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე წუთში დატოვებს. მისივე თქმით, სამი კაცის გარდა, ყველა გაუშვეს.

21:18

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. „საქართველოს ბანკში“ ამ დრომდე იმყოფებიან დანარჩენი მძევლები, თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული და რამდენი რჩება ბანკის შენობაში.თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ახლა 16 მძევალი ჰყავს.

20:48

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს.

შეიარაღებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბანკზე თავდამსხმელი აყენებდა.

 

20:05

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმელთან, რომელსაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში“,- განაცხადა ბორცვაძემ.

20:00

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკიდან“ შეიარაღებულმა პირმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას შსს ადასტურებს

შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა. მანამდე, სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი მძევლების კიდევ ერთმა ნაწილმა დატოვა.

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკთან ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული ღონისძიებები.

19:55

ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ პროვოკატორმა გიორგი გაბედავამ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.

18:55

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა.არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური მერიის შენობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება.

18:13

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას, – ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მიმიდნარე სპეცოპერაციას

მისი განცხადებით, კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს.

პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ: ირაკლი კობახიძე მედიის მუშაობაში დანაშაულს ხედავს

17:51

შსს მობილური ოპერატორებისა და მედიისგან ზუგდიდიდან ლაივის გათიშვას ითხოვს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. კახა საბანაძის თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა ხელს უშლის სამართალდამცავების მოქმედებას.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და  ეს მძიმე შემთხვევა მაქსიმალურად მშვიდობიანად დამთავრდეს

შსს ლაივ სიგნალის გათიშვას ითხოვს: რამდენიმე ტელევიზიამ დამნაშავე პირდაპირ ეთერში ჩართო

 

შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

რას წერს საერთაშორისო მედია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები