“ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია,” – ამის შესახებ “ფორტუნას” სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლედი ოქროპირიძემ, განუცხადა.
მისი თქმით, დაიწვა, დაახლოებით, 7-8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე გაჩნდა და ძველ საბურავებს წაეკიდა.
“ადგილზე იყო რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება. არცერთი მათგანი დამწვარი არ არის. ხანძრისგან გამოწვეული სიმხურვალის გამო, ერთ სატრანსპორტო საშუალებას ჩამოუდნა მანათობელი ფარი,” – განაცხადა ლედი ოქროპირიძემ.