მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მეოთხე ზაფხულს უეფას რეიტინგის ლიდერის რანგში ასრულებს. ამის შესახე „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს.
2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, „რეალმა“ ლიდერობა ჩამოართვა „ბარსელონას“. მაშინ, მადრიდელთა კოეფიციენტი 161.542 ქულას შეადგენდა ახლა კი, სარეკორდო ნიშნულს მიაღწია – 176.999 ქულა.
„რეალი“ 22.1 ქულით უსწრებს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერნს“.
მესამე ადგილზეა – „ბარსელონა“.
რაც შეეხება ქვეყნების რეიტინგს, აქ ხუთი წელია პირველობას ინარჩუნებს ესპანეთი, რომელიც 25 ქულაზე მეტს უსწრებს გერმანიას. ხუთეულში არიან – ინგლისი, იტალია და საფრანგეთი.