LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებლები არ საუბრობენ ვერსიაზე, რომ ხუთმა პირმა შაქარაშვილს დაზიანება მიაყენა და შემდეგ ხუთივემ წყალში ჩააგდო – ზ.ხ.-ს ადვოკატი

100
shaqara

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმართება.

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო სხდომამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზით მიმდინარეობდა.

“ჩვენ გვექნება გამომძიებლებთან კითხვები მათ მიერ შესრულებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ასევე კითხვები გვექნება იმ პირებთან ვინც მიიღო რაიმე სახით მონაწილეობა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ გამომძიებლებს, მოგეხსენებათ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზებით მიმდინარეობდა, არ არის კითხვებზე პასუხები გაცემული ჩანთასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა იქ და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას და პროკურატურას არანაირი ვერსია არ გააჩნია, თუ ვინ დადო ის ჩანთა იქ, ხოლო რაც შეეხება მათ ვერსიას, რომ ხუთმა პირმა მიაყენა დაზიანება შაქარაშვილს და შემდგომ უკვე ხუთივე პირმა წყალში ჩააგდეს, ამასთან დაკავშირებით, არცერთი გამომძიებელი არ საუბრობს”,- განაცხადა გელხაურმა.

 

შეგახსენებთ,  ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტაგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები