მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ერთ-ერთ გამოსავლად შექმნილ ვითარებაში არჩევნებამდე კარანტინს ასახელებს:
„ერთი იდეა მაქვს და არ მცემოთ:
არჩევნებამდე რომ სრული ლოქდაუნი გამოვაცხადოთ, ვითომ რა მოხდება? ვითომ დააქცევს ჩვენს ეკინომიკას ეს 10 დღე? ვირუსის ასეთი გავრცელება უფრო არ დააქცევს?
გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ტელევიზიაში გადაინაცვლებს, მაგრამ ამის გარეშე 31 ოქტომბერს ისეთი ცუდი მდგომარეობა რომ გვქონდეს, ხალხს არჩევნებზე წასვლის შეეშინდეს, ეს უკეთესი იქნება?
ხელისუფლების ადგილზე ოპოზიციასთან კონსულტანციებს გავმართავდი“.
მერაბ მეტრეველის ამ პოსტს მისი კოლეგა, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი გამოეხმაურა:
„შენ საკუთარი წვალებით შენი ან სხვისი ხელფასი რომ არ მოგიპოვებია არასდროს, იმიტომ გეადვილება დაკეტვები ყოველთვის. გაკოტრდა ხალხი, გაკოტრდა. შიმშილობა დაიწყება მალე ოფიციალურად. ოკ. გამოვკეტოთ კიდევ 10 დღე, მერე კიდევ ათი“.
ნინო ჯანგირაშვილის ამ შენიშვნაზე მერაბმა შემდეგნაირი პასუხი გასცა:
„შენ რა იცი, მე რა როგორ მომიპოვებია? იყო პერიოდი, სკოლის მოსწავლე ბაზარში პურს ვყიდდი და სტუდენტი ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი, რომ პენსიონერი მშობლები მერჩინა. რაღაც სისულელეების ლაპარაკს არგუმენტებით იმსჯელო, ჯობია. მე ეს თემა სამსჯელოდ შემოგთავაზეთ“.