LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ ეტაპზე, პლაზმის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვაქვს” – გიორგი კანდელაკი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

184
121830119-258920782229133-660885036172811387-n

ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი პლაზმის ეფექტურობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული კვლევების შედეგების მიხედვით, პლაზმით თერაპიის სტატისტიკურად სარწმუნო სარგებლიანობა სიკვდილიანობის კუთხით არ დასტურდება.

გიორგი კანდელაკი ასევე წერს, რომ დაუშვებელია, ამ მეთოდის რეკლამირება, განსაკუთრებით კოვიდის კლინიკური მართვის პასუხისმგებლობის მქონე პირების მიერ.

მივმართავ ყველას, ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ: ცერცვაძე

,,გუშინდელი ჩემი პოსტის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მეკითხება გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენების თაობაზე კოვიდ ინფიცირებულებში. აინტერესებთ როგორც მათ, ვინც ჩაბარებას აპირებდა, ისევე მათ ვისაც შესაძლოა პოტენციურად დასჭირდეთ.
ამისთვის გადავწყვიტე ცოტა უფრო დეტალურად შევხებოდი ამ თემას. სულ ახლახან, 12 ოქტომბერს Cochrane-მა (არასპეციალისტებისთვის განვმარტავ, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო მტკიცებულებების ხარისხის ანალიზს ატარებს), თავის საიტზე დადო პლაზმის გამოყენების სარგებლიანობის სისტემური ანალიზი (Is plasma from people who have recovered from COVID-19 an effective treatment for people with COVID-19?) სადაც დეტალურად არის განხილული ორი რენდომიზირებული და რამოდენიმე არარენდომიზირებული კვლევის შედეგები. საილუსტრაციოდ შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოყვანილი ორი დიაგრამა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დღეს არსებული კვლევების შედეგების მიხედვით, პლაზმით თერაპიის სტატისტიკურად სარწმუნო სარგებლიანობა სიკვდილიანობის კუთხით არ დასტურდება. ასევე ვერ იქნა ნანახი კლინიკური გაუმჯობესების კუთხით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. თუ დეტალურად გაეცნობით სრულ სტატიას, და ასევე გაეცნობით ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოების გაიდლაინს კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებით (Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19) – არსებობს საკმაოდ დამაფიქრებელი სერიოზული, მათ შორის იშვიათად, მაგრამ მაინც სიცოცხლისთვის უშუალოდ საშიში გვერდითი ეფექტებიც, რომელთა მასშტაბის ზუსტი შეფასება, კვლევების ჰეტეროგენულობის, კონფაუნდერების და არასრული რეპორტინგის გამო გართულებულია და ცალსახა შეფასება ვერ ხდება.

რემდესივირი არ ამცირებს სიკვდილიანობას...ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს: ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

"იმედია ბიუჯეტის თანხები მაინც არ იხარჯება უმაქნისი პრეპარატის შეძენაში, რომლის ერთი კურსის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3500 დოლარს."


Cochrane – ის დასკვნა არის, რომ ამ ეტაპზე პლაზმის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მომავალი კვლევების შედეგებს.

ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია, როგორც წინა პოსტშიც აღვნიშნავდით, ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოების (Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19), ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტების (NIH COVID-19 Treatment Guidelines) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO Clinical management of COVID-19) გაიდლაინების პოზიციები, რომ პლაზმით თერაპია უნდა განხორციელდეს მხოლოდ კლინიკური კვლევის ფარგლებში. ასე რომ დაუშვებელია, ამ მეთოდის რეკლამირება, განსაკუთრებით კოვიდის კლინიკური მართვის პასუხისმგებლობის მქონე პირების მიერ, როგორც თითქოსდა აპრობირებული და დადასტურებული მეთოდისა. ამით პაციენტები შეცდომაში შეგვყავს და ვაწვდით ექსპერიმენტალურ მკურნალობას თითქოსდა როგორც მიღებულ მეთოდს.

დაველოდოთ შემდგომი კვლევების შედეგებს, რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისევე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს. თუ გვაქვს რესურსი, თავადაც ჩავატაროთ კვლევები, ოღონდ პაციენტების ინფორმირება მოვახდინოთ, რომ ისინი არ ღებულობენ დადასტურებული ეფექტის მქონე პრეპარატს და შესაძლოა განუვითარდეთ მძიმე გვერდითი ეფექტები.
ნუ დავაყენებთ რისკის ქვეშ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჯამრთელობას: „არ ვავნოთ“-წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები