LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“15 წლის გოგონა გვყავს, სუნთქვის აპარატზეა” – როგორია კოვიდპაციენტების მდგომარეობა

7320
publika.ge-1-7-1024x580-2020-04-22-08-55-13-156665

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კოვიდთან ბრძოლაში ისევ აქტიურად არის ჩართული. ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ითვლება. ამის შესახებ “ფორტუნასთან” საავადმყოფოს  კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ლალი ტურძელაძე.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 7613-ია.

5 პაციენტი თბილისში, 3 ბათუმში გარდაიცვალა: შემთხვევების რაოდენობით ისევ აჭარა ლიდერობს

კორონავირუსის შედეგად, საქართველოში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში, 124-ს შეადგენს.

“სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება, ჰოდა აქ დავწერ…” – კორონავირუსისგან განკურნებული ვიკა ბუკია ყველაზე აქტუალურ შეკითხვას პასუხობს