ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია თბილისის ცენტრშია მობილიზებული. სამართალდამცველებს ნიკოლაძის 5 ნომერში შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. პოლიცია, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებებს ერთ-ერთ სპა ცენტრში ატარებს.
სპა ცენტრიდან სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 5 გოგონა გამოიყვანეს და პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს.
გუშინ პუშკინის ქუჩაზე შსს-მ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, სადაც ერთი პირი დააკავეს.