LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქ მიდიან, სადაც არ მოემსახურნენ – რა დროს ებრძვის პოლიცია პროსტიტუციას?

88

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ინტერესდება რა პერიოდულობით ებრძვიან სამართალდამცველები პროსტიტუციას.

მისი თქმით, ეს ბრძოლა მუდმივი არ არის, ბორდელები ყველგან მშვენივრად ფუნქციონირებს, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც პერიოდულობით, პოლიცია კონკრეტულ დაწესებულებებს ესხმის თავს:

“სულ მიანტერესებს, ამ ჩვენს სამართალდამცავებს რა პერიოდულობით წამოუვლით, ხოლმე, პროსტიტუციის წინაარმდეგ ბრძოლის ჟინი.

ფაქტია, მუდმვად არ ებრძვიან. ე.წ. ბორდლები ყველგან მშვენივრად ფუნქციონირებს. გლდანში საერთოდ პოლიციის შენობის გევრდითაა გახსნილი და ხელს არავინ კიდებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაღაც პერიოდულობით წამოუვლით მორალის სადარაჯოზე დგომის ჟინი და რომელიმე ასეთ დაწესებულებას თავს დაესხმებიან. ჰოდა, რაზეა დამოკიდებული ეს პერიოდულობა? ახალ მთვარეზე, თუ რიამე სხვა მოვლენაზე? ან რა კრიტერიუმით ირჩევა თავდასმხის ობიექტი? იქ მიდან, სადაც რომელიმე პოლიცელს არ მომესახურენ, თუ რიამე სხვა ფაქტორებზეა დამოკდიებული? თუ მთავარი ფაქტორი უსაქმურობაა?”,–წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ მასაჟის სალონში გუშინ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს: სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები