LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა

82
sheep-in-field-59397781cf9a7

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ხელშესახები პოზიტიური შედეგები საქართველოს უკვე აქვს. მისივე განმარტებით, გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის. ხანიშვილის თქმით, ფერმერები კმაყოფილები არიან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული.

გიორგი ხანიშვილი, ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო. შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.

შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი, ძირითადად, არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები