LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რის დათმობას აპირებს ხელისუფლება – პაატა დავითაია

67

”ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია, აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს დაგეგმილ დიალოგთან დაკავშირებით  კონსესუსზე ლაპარაკი ნაადრევია.

ამის შესახებ განცხადება პაატა დავითაიამ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

“არ ვიცით, რა პოზიციები აქვს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რაც ორი მოსმენით მიიღეს. მნიშვნელოვანია შეხვედრა, რადგან 6 სექტემბერს უკვე “ვენეციის კომისიის” ეგიდით იმართება შეხვედრა და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რის დათმობას აპირებს ხელისუფლება და ამის შემდეგ უკვე ოპოზიცია იმსჯელებს, რა მიმართულებით შეიძლება კონსესუსის მიღწევა. მეორე მოსმენით  პროექტი დათქმით იყო მიღებული, რომ ცვლილებები განხორციელდება. ამიტომ ცვლილებების განხორციელების კუთხით  იურიდიულად რაიმე შემაფერხებელი არ არსებობს,” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დღეს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები