LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს ორშაბათს წარადგენს

94
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს ორშაბათს, 21 აგვისტოს, წარადგენს.
ამის შესახებ განცხადება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  თუმცა, მას კანდიდატის ვინაობა არ დაუსახელებია.
“ორშაბათს ბლოკის ფორმატში დავასახელებთ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს. უახლოეს დღეებში კი დასრულდება კონსულტაციები ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელმაც მკაფიოდ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა გაერთიანებაზე,” – განაცხადა კუკავამ.
რამდენიმე კვირის წინ “თავისუფალი საქართველოს” ინიციატივით დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონულტაცია, რომლის მიზანი იყო ოპოზიციურ პარტიებს, გარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”, წარედგინათ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი, რაც კახა კუკავას თქმით, “გარანტირებული გამარჯვების წინაპირობას წარმოადგენდა”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები