LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ახალი გზა იგება

143

თელავში მშენებარე სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი ახალი გზა იგება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აიგება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი, ასევე მოეწყობა პარკინგი და სკვერი

სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თელავში პარალელურად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რაც გზებზე ასფალტ-ბეტონის დაგებას, ადა სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოებზე 25-მდე კაცია დასაქმებული.

კახეთის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო 139,1 კმ საავტომობილო გზა.