LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონმა სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი განათავსა

104

აშშ-მა ფხენიანის მხრიდან სარაკეტო საფრთხის გამო, სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი “პეტრიოტი” განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული ტელევიზია KBS იუწყება.

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გუამის ნახევარკუნძულის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებას არ გამორიცხავს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის  განცხადება ვაშინგტონში “ომის დაწყებად” შეაფასეს.

“თუ ისინი (ჩრდილოეთ კორეა) აშშ-ს ესვრიან, ეს ომამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა  აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. 5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები