მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
რესტორან ,,მონოპოლის” მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში რამდენიმე საათიან საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.