LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GEM Fest-ზე დასაქმებულები ხელმძღვანელობას ხელფასების ასანაზღაურებლად ვადას 18 აგვისტომდე აძლევენ

75

GEM Fest-ზე დასაქმებული პირები აპირებენ, კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლოს სასამართლოს სარჩელით მიმართონ. აღნიშნულ პირებს იურიდიულ დახმარებას საია გაუწევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას, განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის 18 აგვისტომდე მოხდება შეთანხმება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება, ფესტივალზე დასაქმებული პირები სარჩელს აღარ შეიტანენ.

დაახლოებით 42 თანამშრომელია, რომელიც GEM Fest-ის დაწყების დღიდანვე დასაქმებული იყო ფესტივალზე და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, GEM Fest-ის ადმინისტრაციამ დასაქმებულები სახლში ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე გაუშვა, სანამ ფესტივალი დასრულდებოდა, თან ისე, რომ თანხა არ გადაუხდია. მხოლოდ რამდენიმე პირი იყო, რომელთაც  100-100 ლარი გადაუხადეს და უთხრეს, რომ დანარჩენ თანხასაც გადაუხდიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ეს თანხა არავინ გადაუხადა, – გადაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, როცა GEM Fest-ზე დასაქმებულმა პირებმა საია-ს მიმართეს, თან მოიტანეს ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო მხარეთა ვალდებულებები, ასევე ხელშეკრულების შესრულების ვადა და ის თანხა, თუ რამდენი უნდა გადაეხადა დამქირავებელს. ხელშეკრულებას ხელს ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, აწერს.

საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, თუკი ადმინისტრაცია დავალიანებას არ გადაიხდის, აღნიშნული პირები  სასამართლოს მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები