LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა

278

დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა. ხეობაში ამ წუთებში ძლიერი ნისლია. თუმცა, მოძრაობა ისევ შეუფერხებლად ხორციელდება.

გარემოს დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის ემზადებიან.

სპეციალისტების განცხადებით, ღვარცოფის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს და მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, ისინი ღვარცოფის საშიშროებას მოხსნილად არ თვლიან, რადგან, მათი თქმით,  ეს საშიშროება ზოგადად გამოწვეულია მყინვარიდან ჭარბი წყლის მასის დინებით, რაც ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები