კარფურთან ცოტა ხნის წინ, სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს–ს ცნობით, საპატრულო პოლიციამ და სპეცრაზმელებმა ნარკორეალიზატორი დააკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა”, – აცხადებენ შსს-ში.
კარფურთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და სპეცრაზმელებს რამდენიმე მანქანა ჰყავდათ გაჩერებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, თბილისში ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, უკვე მესამე სპეცოპერაცია ჩატარდა.