LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს

423
BeFunky-collage (4)

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ივერი მელაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს.

ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია: ივერი მელაშვილი

საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაკავებული თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, პროცესი უფრო ჰგავს მსხვერპლშეწირვას, ვიდრე სამართლებრივ პროცესს და დაკავებულები ეწირებიან პოლიტიკურ ბატალიებს.

“რაღაც სიგიჟეებზეა საუბარია, ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის წარმოუდგენელია” – სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე

რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ის გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოჰყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა ან დაკარგვა. ადვოკატის შეფასებით, ბრალდება აბსურდულია.

ყველაფერს აკეთებენ აჩვენონ, რომ აი, მონსტრია სააკაშვილი, თურმე ტერიტორიებს ყიდდა, არ არის ეს რეალობა: კაპანაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები