LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალისო პოსტი – როგორ განმარტავდა სულხან-საბა დაგულვას, დაჰაჰავებას, ანფრენდს…

2116
#FORTUNANEWS

სოციალურ ქსელში ფილოლოგის, მაგდა აბესაძის პოსტია აქტუალური, სადაც ის წერს იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა სულხან-საბას განმარტებები ვირტუალურ ტერმინოლოგიაზე.

გთავაზობთ პოსტს:

დაგულვა – ოდეს კაცსა მეტისმეტი სიყვარულის გამჟღავნება მოესურვოს მოყვასის ნამოქმედარსა, გინა სურათსა ზედა;

 

დაჰაჰავება – მეტისმეტი კრეჭვაი მავანთა განზიარებულის პასუხად;

ანფრენდი – მოკეთეობიდან უდიერი განტევებაი;

 ჰეშთეგი – 1.ღვლარჭნილსიტყვაობა მთავავარ სათქუმელთა ქვეშე; 2. სხუადასხვა განძრახვითა მოწოდებაი;

დაბლოკვა – მოკეთეობიდან საუკუნო განტევებაი;

დატროლვა – ზაკუითა და ცბიერებითა მოყვასის სიცრუვითა შეცბუნებაი;
დაფრენდება – ოდეს კაცსა კაცისა დამოყვრებაი მოესურვოს;

თაგი – დამღა, გინა ტვიფარი კაცისა, აღბეჭდილი გვარ-სახელითა მისითა, ხანდისხან ნებსით, ხანდისხან უნებლიეთ;

ჰაიდი – მავანთა მიერ მოყვასის საქმეთა თვალთაგან მოშორვებაი, გულის სიმშვიდისათვის;

ჩათი – ალაგი ხუაშიადის გამჟღავნებისათვის, გინა სააშიკოდ, გინა სალაღობოდ;
ჩექინი – კაცისა მიერ საკუთარი სამყოფელის აღბეჭდვა, მეტისმეტი თავმოწონების განზრახვითა;

ექაუნთის გაუქმება – საუკუნო სიმშვიდე;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები