LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალი თუ ვირუსი: რამ მოწამლა გორში ბავშვები

147
wyali da virusi

გორში, კომბინატის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ 60-მდე ადამიანი მოიწამლა.

ადგილობრივები მოწამვლას წყალს აბრალებდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა წყლის სათავე-ნაგებობის ფოტო, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ადგილზე ანტისანიტარიაა.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” აცხადებდა, რომ გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

ადგილობრივები მასობრივი მოწამვლის მეორე  ვერსიაზეც საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ წყლის სათავეში საქონელი ჩავარდა და სწორედ ეს გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი. 

თუმცა ვირუსოლოგიურმა კვლევებმა სულ სხვა რამ აჩვენა. გორში ბავშვების ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნაწლავური ვირუსული ინფექცია ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, ამოწურულია. ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგებით, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, –  განაცხადა ლია ლაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბოლო სამი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ინტოქსიკაციის სიპტომებით ათეულობით ბავშვი შეიყვანეს.

ინტოქსიკაციის სიმპტომით გორის კლინიკაში კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები