LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კეტი პერი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

104
safe-image

ექვსი კვირის წინ, 35 წლის კეტი პერი დედა გახდა. მას და მსახიობ ორლანდო ბლუმს ქალიშვილი შეეძინათ. პერი ორსულობის დროს „ამერიკული ტალანტების“ წამყვანი იყო და ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ შოუს ყოველკვირეულად ერთვებოდა. ახლა კი ახლადნამშობიარები კეტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის საოცრად გამოიყურებოდა შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილ კომბინეზონში. მის ლუქს დიდი ქუდი და  ხელთათმანები ასრულებდა.

ცნობისთვის, პერი მშობიარობიდან ერთ კვირაში „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა და ფანებს ახალი ფოტოები გაუზიარა. მან გადაწყვიტა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება ის მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ. მომღერალმა არც მშობიარობის შემდგომი ფორმები დამალა და ამით ქალის ნამდვილ სილამაზეს გაუსვა ხაზი. ბლუმსა და პერის ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ახალადდაბადებული გოგონას ფოტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები