LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ლეგენდარულმა AC/DC- მ ახალი კომპოზიცია Shot In The Dark გაავრცელა

55
ACDC-angus

ლეგენდარული ავსტრალიური როკ-ჯგუფი  AC/DC კვლავ აგრძელებს თაყვანისმცემლების გახარებას, კოლექტივი 13 ნოემბერს, რიგით მეჩვიდმეტე ალბომს,  Power Up გამოუშვებს. სტუდიურ ჩანაწერში 18 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

მანამდე კი კოლექტივი ახალ კომპოზიციას, Shot In The Dark ავრცელებს. ჩვეული ენერგია და კარგად ნაცნობი ვოკალი, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო – ახლადგავრცელებული კომპოზიციით თუ ვიმსჯელებთ, ალბომი საოცარი იქნება.

შეგახსენებთ, AC/DC სიდნეიში, 1973 წელს ჩამოყალიბდა.  ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Rolling Stone-მა კოლექტივი  ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები