LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუსინჯე თბილისს გემო – მუშტაიდის ბაღში „სტრით ფუდ ბაზარი” გაიმართება

716
120997913-374739800569156-889387402422980147-o

მუშტაიდის ბაღში 10 და 11 ოქტომბერს „სტრით ფუდ ბაზარი” გაიმართება. ინფორმაციას ორგანიზაცია „გაუსინჯე თბილისს გემო“ ავრცელებს, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია.

„მეგობარი პარტნიორის, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკის“ დახმარებით, კიდევ ერთ შაბათ-კვირას გავატარებთ ერთად, უამრავი ახალი და საინტერესო მონაწილით. თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ ჩვენთან, უკვე გეცოდინება დაახლოებით რა შეიძლება შემოგთავაზოთ. შეკრების მთავარი იდეა და მიზანი საერთო ჭამა-სმის ატეხვა და გემრიელი „სტრიტ ფუდ კერძებია“. თუმცა, ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ის, რის გამოც მთელ დღეს გემრიელობების ბაზარში ვატარებთ: ჯადოსნური გარემო;  ჩვენი და თითქმის დავიწყებული მეგობრების დაუგეგმავად გადაკვეთილი გზები; უამრავი ახალი, უცნაური და საინტერესო გემო. და ბოლოს – რას შეხვდებით: კვების ბაზარს, საკონდიტროებს, მეწარმეებს, ღვინოს, კრაფტ ლუდს და მუსიკას“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანზიატორები.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაცული იქნება მთავრობის მიერ დადგენილი ზოგადი რეკომენდაციები ბაზრობებისთვის, დაკავშირებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები