ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბოლო განცხადების მიხედვით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლის ბოლომდე ვარაუდობენ, თუმცა სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ვირუსის ბუნება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ ვაქცინის შექმნა ნაკლებად დამაჯერებელია.
ქართველი ინფექციონისტის განმარტებით კი კორონავირუსის ბუნება საკმარისად შესწავლილია, მაგრამ იმ ფაქტი, რომ კორონავირუსები ხშირად მუტაციას განიცდიან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინის შექმნა რთულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის რამდენიმე ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის შექმნაზე და მობილიზებულია როგორც ადამიანური რესურსი, ასევე უახლესი ტექნოლოგიები.
იქნება თუ არა წლის ბოლომდე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ჯანმოს პრეზიდენტის პასუხი
“ვირუსი იმ დონეზე არის შესწავლილი, რომ ვაქცინის შექმნა მოხდეს, უბრალოდ, კორონავირუსების ბუნებიდან გამომდინარე, რომ ხშირად განიცდიან მუტაციას, აქვს სპეციფიკა და წინა გამოცდილება გვიჩვენებს, ვგულისხმობ სარსის და მერსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა რომ ვერ მოხერხდა აქამდე, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რთულია ამ ვაქცინის შექმნა, მაგრამ არა წარმოუდგენელი.
იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი რესურსების მობილიზება მოხდა, გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება ვაქცინა. მაგრამ წლის ბოლოს თუ ცოტა გვიან, ეს ძნელი სათქმელია.
ასეთი ვარაუდები ადრეც იყო, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ვაქცინა, რომელიც დააკმაყოფილებდა კომპონენტებს, იყოს უსაფრთხო, ეფექტური, ჯერჯერობით არ შექმნილა. რამდენიმე ქვეყანა მუშაობს ვაქცინაზე, უკვე კლინიკური კვლევის ფაზაში არიან, ამიტომ რომელი ერთი იქნება აღიარებული და რომელი დაასწრებს, არ ვიცი” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მისივე განმარტებით, კორონავირუსები მუტაციას ხშირად განიცდიან, თუმცა საქართველოს მაგალითზე განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება.
რა კვალს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში?! - ინტერვიუ ინფექციონისტთან
"კოვიდი მართვადი გახდა, თუმცა მისი ბოლომდე შესწავლა ვერ მოხერხდა" - ალექსანდრე გოგინავა.
“ვირუსი არის თითქოს უფრო ნაკლებაგრესიული, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნიშნები, ჯერ ამაზე გადაჭრით საუბარი რთულია” – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მან ასევე, ისაუბრა დაავადების სირთულეებზე ასაკობრივ ზღვართან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ინფექცია ბავშვებში მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, იყო ორი ერთეული შემთხვევა მცირე ასაკის ბავშვის მდგომარეობის გართულებაზე, თუმცა მისივე განმარტებით, შემთხვევა “ცუდად არ დამთავრებულა.”
პანდემიის დასაწყისთან შედარებით, მძიმე პაციენტების წილი შემცირებულია, ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდა – ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ლეტალური შედეგი ბავშვებში საბედნიეროდ არ გვქონია.
“ჩვენთან ბავშვებში მიმდინანარეობს მსუბუქად და არც ერთი ლეტალური შედეგი საბედნიეროდ არ გვქონია” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.