LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქაც აშშ და რუსეთი: დიდები ერთმანეთს დოპინგის მოხმარებაშიც ეცილებიან

45

ორგანიზაციამ, რომელიც ველოსპორტის დოპინგისგან დაცვაზე ზრუნავს (MPCC), გამოაქვეყნა ანგარიში თემაზე – ყველაზე ხშირად სპორტის რომელ სახეობაში ფიქსირდებოდა დოპინგის მიღების ფაქტები 2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე. გრაფიკაში ასევე მოცემულია ქვეყნების რეიტინგი.

2017 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ხშირად ანტისადოპინგო წესებს არღვევდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში (73 დადებითი სინჯი). ძირითადად, ეს იმით არის გამოწვეული, რომ დარღვევების დიდი ნაწილი ბეისბოლზე მოდის.

მეორე ადგილზეა რუსეთი – 24 სინჯი, რასაც ემატება 38 დადებითი შედეგი ძველი სინჯების გადამოწმების შემდეგ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები