LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა უკანონო გადაწყვეტილებაა

84
5CBD99BB

„სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს“ – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის დედაქალაქ დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნის ფაქტს.

საგარეო უწყების განცხადება „Facebook”- ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, რომელშიც წერია, რომ აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებში.

სირიაში აფხაზეთის საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მათივე განცხადებით, აფხაზური დელეგაცია სირიაში 4 ოქტომბერს ჩავიდა.

სირიაში აფხაზეთის საელჩო იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები