LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა სირაძე ვარდნის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა: ინტერვიუ ჩოლოიანის ადვოკატთან

316
BeFunky-collage

15 წლის ლუკა სირაძე ვარდნის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმე და მისი დაცვის ქვეშ მყოფს განაჩენი ისე გამოუტანა.

„მე არ ვამტკიცებ, რომ ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა გადაწყვიტა, არც იმას, რომ მან თავი მოიკლა. საზოგადოებას ფაქტობრივ გარემოებას გაწვდით, რაც დადგინდა გამოძიების დროს. დასკვნების გამოტანა კი საგამოძიებო ორგანოს  ვალდებულებაა.

მე ვამბობ, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმე სრულყოფილად არ შეისწავლა. ეს იყო თვითმკვლელობა თუ შემთხვევითი ვარდნა. ჩოლოიანს მიეწერა ის, რომ თურმე მან ზეწოლა განახორციელა დაკითხვის დროს, რომელზეც საქმეში არსებული დოკუმეტაციით მასზე განხორციელებული ე.წ. მუქარა თუ ზეწოლა, არ დასტურდება გარდა საკუთარი დედის მიერ მიცემული ჩვენებისა.

ლუკა სირაძის დედა: “ჩოლოიანი ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხ, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო”

გარკვეული სახის მტკიცებულები, რომელიც საქმეშია, სრულყოფილად არაა შეფასებული. ვამბობ იმასაც, რომ ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ლუკა სირაძის ნარკოტიკული ზემოქმედების ყოფნის ქვეშ ფაქტს“, – აცხადებს ადვოკატი ჩვენთან საუბარში.

ასევე, გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რა იცვლება ექსპერტიზის დასკვნით მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის.

„ადვოკატებს უნდა გვქონდეს, მესამე ხელისუფლების, სასამართლოს იმედი. კონკრეტულ შემთხვევაში მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლომ მხოლოდ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა, ვინაიდან მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა, მარიანა ჩოლოიანი არის ფსიქოლგიური ზეწოლის ქვეშ. მედიასაშუალებებში ვრცელდება ის ინფორმაცია, რაც არ არის სწორი და სიმართლე. შეიქმნა ერთგვარი საზოგადოებრივი აზრი, რომ გამომძიებელმა კონკრეტულ შემთხვევაში ახალგაზრდა ბიჭზე იძალადა.

“მარტო ჩოლოიანით არ შემოვიფარგლებით, გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ყველა დაისაჯოს” – ლუკა სირაძის ძმა

საზოგადოებრივ ზეწოლას სასამართლომ ვერ გაუძლო და ფაქტები არასწორად შეაფასა. ჩვენ საქმეს გავასაჩივრებთ და ყურადღებას მივაქცევინებთ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე პირის პასუხისმგებლობის დადგომა.

გამოძიება არასდროს  საუბრობდა, რომ არის თუ არა ზეწოლა გამოკითხვის დროს “გაჩერდი თორემ სოციალურ სამსახურს გამოვიძახებ” და რას ნიშნავს, თუ მუქარად აღიქვამს ადამიანი.  ასეთი მოწმის ჩვენება, როგორ შეიძლება  გაზიარებული იყოს. თუ თქვენ გითხრათ ვინმემ, გაჩერდით ბატონო ჩემო, არ იქცევით კარგად, თორემ სოციალურ სამსახურს გამოვიძახებ, ეს თქვენს მიერ აღქმული იქნეს როგორც მუქარად?  სასამართლო იმიტომაა სასამართლო, რომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა ეს მუქარა“, – ამბობს ადვიოკატი ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლემ ლუკა სირაძის საქმეზე სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

“ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხა არ მიმაჩნია სწორად” – მეუფე ნიკოლოზმა ციხეში ჩოლოიანი მოინახულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები