LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მზად არის, ნარკოპოლიტიკაზე დისკუსისთვის გახდეს პლატფორმა – ირაკლი კობახიძე

61

“პარლამენტი მზად არის, ნარკოპოლიტიკაზე დისკუსისთვის თავად გახდეს პლატფორმა,”  – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ, დღეს ჟურნალისტებთან  „ჯემ ფესტზე“ მომხდარი არაერთი შემთხვევის კომენტარისას გააკეთა.

კობახიძის თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიზანი ყველას აქვს ერთი – უნდა შემცირდეს ნარკომომხმარებლების რიცხვი.

”მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამისთვის საჭიროა დისკუსია, რათა ჩამოყალიბდეს სწორი პოზიცია. პარლამენტი მზად არის, ასეთი დისკუსისთვის თავად გახდეს პლატფორმა და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ცვლილებები, რომელიც საერთო მიზანს მიაღწევს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები