LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

45
meprinveleoba-A5

თიბისის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერმა არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა. ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა გადაწყვიტა. ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია.

პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში რელიზაცია შემცირდა.

„იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს. თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს,“ – ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე.

მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები