LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგადან ქუთაისში 96 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოფრინდა

89
120755414-2795029527432651-9140120948054756589-o

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის, COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები