გრიგოლ ლილუაშვილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თითქოს მებრძოლები თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით, საქართველოს გავლით გადაადგილდებიან.
მისი თქმით, გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას.
ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს აზერბაიჯანისა და სომხეთის უწყებებთან.
„უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.