LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთაწმინდაზე ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ვერ გამოიყენებენ”

55

მთაწმინდაზე, ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თბილისის მერის დავით ნარმანიას და შსს-ს განცხადებით, ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენების გამოყენება საშიშია.

ამ ეტაპზე მთაწმინდაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის მასშტაბი შემცირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის მცირე კერების ჩაქრობა.

“იწვოდა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, ძირითადად ნარგავები და მცირე დოზით ნაძვნარიც”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა.

ხანძარი მთაწმინდაზე გვიან ღამით გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, თუმცა ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები