LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ხანძარი ძლიერდება – ცეცხლი “ეშმაკის ბორბალს” უახლოვდება

38

მთაწმინდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ძლიერდება. ცეცხლის პარკში, “ეშმაკის ბორბალს” უახლოვდება.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, თუმცა ხანძარი ძნელად მისადგომ ტერიტორიაზეა, ამიტომ მეხანძრეებს სამაშველო ოპერაციების ჩატარება უძნელდებათ.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან საკმაოდ ახლოსაა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა რეაგირებას ითხოვს. უცნობია გახდება თუ არა საჭირო ხალხის ევაკუაცია, ასევე არ არის ცნობილი ხანძრის მიზეზები და გავრცელების არეალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები