LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიზისი – ეს შესაძლებლობაა და ამის გარეშე განვითარება არ არსებობს“ – მარინა კაჭარავა

196
img-0539-2020-07-27-06-35-22-652609-1024x683

„აზროვნების აკადემია“ ფსიქოლოგ მარინა კაჭარავა ლექციიდან „პიროვნული ზრდა და ემოციური ინტელექტი“ ამონარდის ავრცელებს, სადაც სპეციალისტი კრიზისის შესახებ საუბრობს:

„კრიზისი – ეს შესაძლებლობაა და ამის გარეშე განვითარება არ არსებობს. სადაც არის კრიზისი, იქ არის განვითარება. ჩვენს ცხოვრებაში ვხვდებით რაღაც ახალს და ეს სიახლე უკვე არის კრიზისი. ჩვენ მას ან მივიღებთ, ან – არა. ამავე დროს, ან გვაქვს ადაპტაციის უნარი, ან – არა! მაგრამ ეს ყველაფერი საწყისი ეტაპიდანვე იკვეთება.

ადამიანი განვითარებადია, იგი არ იბადება სრულყოფილების ასაკში. ადამიანი ჩაისახება და 9 თვე არის დედის მუცელში და სწორედ აქედან იწყება მისი განვითარება და მისი კრიზისები. ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, არის დალექილი. ყველანაირი ინფორმაცია მიდის ჩანასახთან, ეგრეთ წოდებულ ნაყოფთან. ეს ნაყოფი არ არის, ეს არის ბავშვი, ეს არის ადამიანი, პიროვნება“ – ამბობს მარინა კაჭარავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები