მიმდინარე კვირა, საქართველოში, შესაძლოა ზაფხულის ყველაზე ცხელი იყოს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოესი სამი დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამის საათებში, შესაძლოა იწვიმოს, თუმცა ეს ცხელ ამინდზე გავლენას არ მოახდენს.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 10-11-12 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიკლებს, თუმცა სიცხე კვლავ შენარჩუნდება.