LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA პლანეტის დაცვის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

454

NASA ეძებს ადამიანს, რომელიც დედამიწას უცხოპლანეტელების შემოჭრისგან დაიცავს. საკმაოდ მაღალი რანგის, სუპერ-გმირული პოზიციის ანაზღაურება 187 ათასი დოლარია. ექსკლუზიური სამსახურისთვის უნარ-ჩვევები და გამოცდილება სპეციფიკურია. აუცილებელ მოთხოვნებშია მაღალი აკადემიური ხარისხი ინჟინერიაში, მეცნიერებაში ან მათემატიკაში. ასევე, მაღალ სახელმწიფო სამსახურში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია, რომ NASA თქვენს შესაძლებლობებში დაარწმუნოთ. განცხადება აშშ-ის ვაკანსიების ოფიციალურ, სამთავრობო საიტზეა გამოქვეყნებული.

NASA-ს ვაკანსია სამსახურეობრივ მივლინებებსაც გულისხმობს. თქვენ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებთ კოსმოსური სადგურების სანახავად იმ აღჭურვილობების შესასწავლად, რომელიც მომავალი მისიებისთვის იქნება გამოყენებული: მაგალითად, Mars 2020 ან Europa Clipper.

“ნასას” ახალ თანამშრომლს დედამიწის უცხო მიკრობებისგან დაცვა ევალება, ასევე, დაკვირვება, კოსმოსის კვლევის მისიებზე, რომლებსაც თავად NASA უწევს ორგანიზებას, იქნება ეს ადამიანების კოსმოსში გაფრენა, თუ რობოტული აპარატების მეშვეობით განხორციელებული კვლევები.ხელშეკრულების მიხედვით, კოსმოსურ მისიას თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ უცხო პლანეტის დაბინძურების შანსი ერთია 10 ათასიდან.

ალბათ, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის NASA-ს შემოთავაზება საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა, თუმცა თუ განაცხადის შევსება გადაწყვიტეთ, გეტყვით, რომ მსგავს პოზიციაზე დასანიშნად ამერიკის მოქალაქე უნდა იყოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები