LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია “სითი-პარკის” გაშვებაზე ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს  – ალეკო ელისაშვილი  

62

თბილისის მერია “სითი-პარკის” გაშვებაზე ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს,  – ამის შესებ განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა,  ალეკო ელისაშვილმა, დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე  გააკეთა.

მისი თქმით, მერია კომპანია  ხვიჩა მაქაცარიას. რომელიც “თბილისის მიკროავტუბუსის”  მფლობელია,  კულუარულად გაურიგდა და მათ შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ “სითი-პარკთან” ხელშეკრულების დარღვევისთვის მერიის მხრიდან გადასახდელ ჯარიმას – 25 მილიონ ლარს, მაქაცარია გადაიხდის და ბაზარზე  ახალი კომპანიით შემოვა.

ელისაშვილის  ინფორმაციით, მოლაპარაკება ერთი თვეა, მიმდინარეობს, უკვე დასკვნის ეტაპზეა და მერია ოფიციალურ განცხადებას აგვისტოს ბოლოს გააკეთებს.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “სითი-პარკი” აუცილებლად უნდა გავიდეს, მაგრამ ამისთვის მოლაპარაკება კულუარულად არ უნდა ხდებოდეს და აუცილებელია, რომ კომპანიის ჩასანაცვლებლად საერთაშორისო ტენდერი ყველა წესის დაცვით გამოცხადდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები