LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილის პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება

86

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.

შერგელაშვილს “შენების მოძრაობა” დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც 2013-2014 წლებში ”ქართული ოცნების” კოალიციურმა ხელისუფლებამ განახორციელა.