LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბორატი 2“ ამბიციური და სასაცილო სათაურით ბრუნდება

168
33699480-0-image-a-29-1601256738200

მიმდინარე თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ბორატი“ მე-2 ნაწილით ბრუნდება და ფილმის  გადაღებები  უკვე დასრულებულია. ახლა კი ახალი დეტალები იკვეთება. ცნობილი გახდა, რომ მეორე ნაწილის სათაური კიდევ უფრო ამბიციური, კომიკური და საოცრად გრძელია. ის ასე ჟღერს: „ბორატი – პორნომაიმუნის საჩუქარი ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ პენსს ყაზახეთის ახლახან დასუსტებული ერის სასარგებლოდ“.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სატესტო ჩვენებები უკვე მოეწყო. გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა. გადასაღები მოედნიდან რამდენიმე კადრიც გავრცელდა.

რაც შეეხება სიუჟეტს, ,,ბორატი 2″-ში, საშა ბარონ კოენის გმირი, ყაზახი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ის საოცრად პოპულარული გახდა, ვარსკვლავური ცხოვრებისგან შეწუხებული გმირი ხალხისგან  დამალვას ცდილობს  და სხვა ადამიანად ასაღებს თავს. მეორე ნაწილში აქცენტი კორონავირუსის პანდემიაზეც იქნება გაკეთებული. როგორც ჩანს, წინ საოცრად სახალისო ფილმი გველოდება. ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ფილმი 2006 წელს გამოვიდა და საოცრად მომგებიანი აღმოჩნდა, მან $18-მილიონიანი ბიუჯეტით, $262 მილიონის შემოსავალი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები