LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლი 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

162
120202819-799231287577041-8623486552840085264-n

ბათუმში, ნომერ 46 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი, მგზავრთა უკანონო გადაყვანის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრების თქმით, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებიდან მოდიოდნენ. მათ განაცხადეს, რომ მძღოლი მათი თანასოფლელია და როგორც მეზობელს ისე გამოყვნენ.

ამის შესახებ, ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მძღოლი ინფორმირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები